კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა
დაცვის პოლიტიკა
შპს „ტუტ“ (ს/ნ: 405152873)
მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვისთვის;
ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის (სერვისის) სრულად მისაღებად;
ახალი სერვისების დასანერგად და შესათავაზებლად;
სერვისით სარგებლობის პროცესის მონიტორინგისთვის;
ჩვენ სერვისებთან დაკავშირებით მომხმარებლების ქცევის მონიტორინგისთვის;
მომხმარებლისაგან უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიებზე რეაგირებისთვის;
ვებ-გვერდის არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციისთვის;
კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენისა და შესაბამისი ანგარიშების შესადგენად;
რისკების მართვისთვის;
მომხმარებლების კანონიერი ინტერესების დასაცავად.
ონაცემები დამუშავდება კანონიერად, სამართლიანად, მომხმარებლისათვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა;
მონაცემები შეგროვდება და მოპოვებული იქნება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური, აღნიშნული პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისთვის. ამასთან, დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა მიზნით;
მონაცემები დამუშავებული იქნება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად; ასეთი მონაცემები იმ მიზნის თანაზომიერი იქნება, რომლის მისაღწევადაც ისინი დამუშავდება;
მონაცემები იქნება ნამდვილი, ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. მონაცემთა დამუშავების მიზნების გათვალისწინებით, არაზუსტი მონაცემები გასწორდება, წაიშლება ან განადგურდება დაყოვნების გარეშე;
მონაცემები შეიძლება შენახულ იქნება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების ამ პოლიტიკით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, რის შემდეგაც პერსონალური მონაცემები წაიშლება, განადგურდება ან შენახული იქნება დეპერსონალიზებული ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაცემთა დამუშავება განსაზღვრულია კანონით ან/და კანონის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და მონაცემთა შენახვა აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში აღმატებული ინტერესების დასაცავად;
პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებული იქნება ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის, უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
მომხმარებელმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებელთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მომხმარებლის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
მონაცემთა დამუშავება საჭიროა PTI-ის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მომხმარებელმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;
მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად;
მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
მონაცემთა დამუშავება აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის, დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, მათ შორის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის, მიზნებისთვის;
მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ნებისმიერი პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მომხმარებლის უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
ა) სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
გ) დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
დ) ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
ე) მომხმარებლის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
ვ) ამ პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“ ან „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;
ზ) მომხმარებლის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
თ) სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
ი) სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.